TI: მთავრობის ახალი კანონპროექტი კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს შეიცავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI] მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს შეიცავს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს.

“2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველად მიიღო მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს მიაჩნია, რომ მიწის რეგისრტაციასთან დაკავშირებით მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების თვალსაზრისით”, – აცხადებენ TI-ში.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ექნებათ 1-წლიანი ვადა იმისათვის, რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია . 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ქონების ეროვნული სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განკარგოს, მათ შორის გაასხვისოს, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

“დღეის მდგომარეობით, საქართველოს ურბანული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა არ არის სათანადოდ რეგისტრირებული. ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, ამ ეტაპზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (პირველადი რეგისტრაცია) სავარაუდო ოდენობა დაახლოებით 20%-ია. საშუალო გათვლებით, სულ მცირე, 1.2-1.4 მილიონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული

მიწების რეგისტრაციის აქტივობის დაბალი მაჩვენებელი შეიძლება გამოწვეული იყოს სარეგისტრაციო პროცედურისათვის არასაკმარისი ფინასური რესურსების არსებობით ( 1 ჰა მიწის ნაკვეთისათვის საშუალოდ 300 ლარს შეადგენს), სათანადო დოკუმენტაციის არქონით, არასწორად გაფორმებული ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების არსებობით; არასაკმარისი ინფორმაციის ფლობა საკუთრების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მნიშვნელობის შესახებ”.

TI-ს აზრით, კანონპროექტის ამ ფორმით მიღება წარმოშობს შემდეგი სახის რისკებს:

TI-ს განცხადებით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მიწის რეგისტრაციის უკვე დამტკიცებული სტრატეგიის იმპლემენტაცია.

“კერძოდ, სახელმწიფოში უკვე არსებობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის 106-ე ბრძანებით დამტკიცებული „მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია”. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება ორი სხვადასხვა მიდგომის ერთდროულად მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ. განსხვავებით უკვე ინიცირებული კანონის პროექტისა, სტრატეგია ითვალისწინებს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების ერთიან ხედვას, სადაც მაქსიმალურაად არის დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი:

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებების სწორად განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და საბოლოოდ დასრულდება 1990-იან წლებში დაწყებული მიწის რეფორმის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრმა უკვე შეიმუშავა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიც. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ მოხდა „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებით უკვე დაგეგმილი რეფორმის ჩანაცვლება”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის განმარტების თანახმად, ინიცირებული კანონპროექტი მიწის რეფორმის ნაწილია და მასთან ერთად პარლამენტში მიწის რეგისტრაციის რამდენიმე წამახალისებელი ნორმაც შევა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გეგმავდა კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების ინიცირებასაც, გაუგებარია რატომ არ მიმართა მან პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით და რატომ ითხოვდა ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიხმოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც “შეიცავს კერძო პირების ინტერესების არამართლზომიერი შეზღუდვის მნიშვნელოვან საფრთხეებს და უარი თქვას პრობლემის ნაჩქარევ და ზედაპირულ გადაწყვეტის გზაზე”.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიით განსაზღვრული თანმიმდევრული მეთოდით დაიწყებს მიწის რეფორმას, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის შექმნას”.