პრეზიდენტი გაფორმების ეკონომიკურ ზონას მალე ფოთში გახსნის

მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიურ მოხსენებაში ახალ ეკონომიკურ კურსზე, გაფორმების ეკონომიკური ზონების გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ზონას მალე ფოთშიც გახსნის.

მისი თქმით, ახალი კურსი ემსახურება უკეთესი ბიზნეს-კლიმატის შექმნას. „ყველაზე ცუდი უსამართლობის განცდაა, რომელიც არც ერთ მეწარმეს არ უნდა გააჩნდეს, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს გადარჩენის შანსი, სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა ჩვენი გუნდის, მეწარმე უნდა იყოს ოპტიმისტი, რათა მოახდინოს ინვესტირება, ჩადოს ფული სხვადასხვა საქმეში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ახალი კურსი საჭიროებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, საგადასახადო კოდექსი ერთი თვეა, რაც შეიქმნა, რომლის უმთავრესი ღირსებაა ის, რომ ამცირებს სახელმწიფო ადმინისტრირების წნეხს ბიზნესზე, ყველა ახალ ღირსებასთან ერთად, აყალიბებს სისტემას, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო კოდექსის ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს.“

გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2013 წლისთვის იქნება 100  ახალი საავადმყოფო და დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა 2 მილიონნახევარს მიაღწევს.