პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზი, მსოფლიოში არსებულ ვითარებასთან ერთად, შიდა პრობლემებიცაა. შიდა პრობლებში პრეზიდენტმა ძირითად მიზეზად ადგილობრივი წარმოების სისუტე დაასახელა.
პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ინფლაციის პრევენციის მიზნით ორი გზა დაასახელა: პირველი შეეხება მოსახლეობისათვის ერთჯერადი ვაუჩერების დარიგებას, ხოლო მეორე – ეკონომიკაში მეტი თანხების დაბანდებას. ეკონომიკის პრიორიტეტად კი მან სოფლის მეურნეობა და ტურიზმი დაასახელა.