ეკონომიკა

ახალი 100– დოლარიანი კუპიურა აშშ-სგან

10 თებერვალი, 2011 • • 24191
ახალი 100– დოლარიანი კუპიურა აშშ-სგან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი 100 –დოლარიანი კუპიურა გამოუშვა. ბოლოს მსგავსი ცვლილება 14 წლის წინათ განხორციელდა. 100 –დოლარიანი კუპიურა ახალი საღებავებითა და ფერებითაა დამზადებული, თუმცა ბენჟამენ ფრანლკინის სურათი მასზე უცვლელი დარჩა. უკანასკნელ წლებში ცვლილებები 5, 10, 20 და 50– დოლარიანი კუპიურების დიზაინში შევიდა, ახლა კი 100 –დოლარიანის დროც დადგა.

ახალი ბანკნოტის ფონი ღია ცისფერია და შენარჩუნებული აქვს ყველა მთავარი მახასიათებელი, პირველ რიგში, ფრანკლინის პორტრეტი.

დღემდე 100– დოლარიანი კუპიურის დიზაინი მხოლოდ 2-ჯერ შეიცვალა, პირველად –1928 წელს, ხოლო მეორედ –1996 წელს. ფედერალური სარეზერვო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, მაიკლ ლამბერტის ცნობით, მთელ მსოფლიოში არსებული ყალბი დოლარის რაოდენობა 890 მილიარდ დოლარს აღწევს. რადგანაც 100 –დოლარიანი კუპიურა ყველაზე გავრცელებული ბანკნოტია არსებულ კუპიურებს შორის, შესაბამისად, ყველაზე ხშირად მისი ყალბი ანალოგის დამზადება ხდება.

სწორედ ყოველივე ზემოთქმულის გამო გახდა აუცილებელი ახალი დიზაინის შემუშავება 100– დოლარიანი კუპიურისთვის. კერძოდ, ლურჯი ზოლი 3D ჰოლოგრამით, სამელნეზე გამოსახული ზარი, რომელიც სპილენძისფერი შეფერილობისაა, მაგრამ თუკი გვერდულად შევხედავთ, იგი ფერს იცვლის და მწვანე შეფერილობას იღებს, რაც იმის ილუზიას ქმნის, რომ ზარი პერიოდულად ჩნდება და ქრება. ფერს იცვლის ასევე რიცხვი „100“-იც, რომელიც ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარეობს და სხვადასხვა დახრილობისას ქამელეონივით იქცევა, სპილენძისფერიდან მწვანეში გადადის.

გარდა ამისა, კუპიურა დაცულია სხვა ისეთი საშუალებებითაც, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

ახალი კუპიურა
ახალი კუპიურა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი