მდინარე თერგზე ახალი ჰესი აშენდება

მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, მდინარე თერგზე,  109 მვტ–იანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით ენერგეტიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

ახალი ჰიდროელექტროსადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 521 მლნ.კვტ.სთ იქნება, რომლის გაყიდვისა და ექსპორტის უფლება იმ ინვესტორს მიეცემა, რომელიც „დარიალჰესის“ მშენებლობას განახორციელებს.

დაინტერესებულ ინვესტორებს სამინისტროში საბუთების წარდგენა 2011 წლის 1 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.