Intel-მა 2010 წელს რეკორდული მოგება მიიღო

2010 წელი რეკორდული აღმოჩნდა Intel-ისათვის, იუწყება კომპანიის ოფიციალური პრეს-რელიზი. მხოლოდ იანვარ-დეკემბერში  2010 წლის კომპანიის მოგებამ 443,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციებით  მიღებულმა წმინდა  მოგებამ არა მარტო წლის, არამედ კომპანიის არსებობის მანძილზეც ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად, Intel-ისათვის რეკორდულად წარმატებულად შეიძლება მეოთხე კვარტალი ჩაითვალოს. ოქტომბერ-ნოემბრის თვეში კომპანიამ 11,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3%-ით იყო მომატებული.

გასულ წელს კომპიუტერული ჩიპების გაყიდვამ მთლიანი პროდუქციის 21% შეადგინა, სერვერული ჩიპებით მიღებულმა შემოსავალმა კი-35%.  გაყიდვების მაჩვენებელი ასევე გაიზარდა Intel Atom ჩიპებზეც  და 8%-იანი მატება აჩვენა.

რაც შეეხება ახალ პროდუქციას, 2011 წლის დასაწყისშივე CES-ის კონფერენციაზე Intel-მა მეორე თაობის კომპიუტრეული პროცესორები-Intel Core წარმოადგინა. სულ კომპანიამ 29 დასახელების პროცესორი გამოუშვა, რომელთა გაყიდვაში ჩაშვებაც უკვე  2011 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.