„საქსტატის“ შენობა გაიყიდა

12 იანვარს პეკინის ქუჩის N4-ში მდებარე მრავალსართულიანი საოფისე შენობა, სადაც ამჟამად სტატისტიკის ეროვნული სამსახური –”საქსტატია” განთავსებული, აუქციონზე 4 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში გაიყიდა.  შენობის ახალი მესაკუთრე შპს „4 პეკინია“, რომელიც მასში თანამედროვე ბიზნეს-ცენტრის განთავსებას გეგმავს.

საპრივატიზებო აუქციონის საწყისი ფასი 4 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო ლარში. იგივე შენობა გასული წლის 30 ნოემბერს გასაყიდად გამოტანილი იყო 3.5 მილიონ ამერიკული დოლარის ექვივალენტად ლარში, მაგრამ მაშინ აუქციონზე დაინტერესება არ გამოვლენილა.