ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული  დეპოზიტების მთლიანმა (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე. გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 დეკემბრისათვის 4,6 მლრდ. ლარს მიაღწია.

2010 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშები შემცირდა 0,9%-ით, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 0,2%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 დეკემბრისთვის 70,8% შეადგინა – 2,79 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7,8%-ს შეადგენს, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9,9%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7,5%-ს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 71,4%-ს, ხოლო ევროს წილი 18,3%-ს შეადგენს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *