აჭარაში ახალი ხიდი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევის რაიონში, შუბნის თემში, ახლად აშენებული ხიდი გახსნა. მშენებლობა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რაზეც  329 ათასი ლარი დაიხარჯა.

დღესვე ლევან ვარშალომიძემ რაიონში გზებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ინფრასტუქტურული მშენებლობები კვლავ გაგრძელდება.