თელავის სამშობიარო სახლს 20 000 დოლარის ღირებულების ინვენტარი გადაეცა

თელავის სამშობიარო სახლს 20 000 დოლარის ღირებულების სპეციალური ინვენტარი კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივით, უსასყიდლოდ გადაეცა.  საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “counterpart international”-მა ინვენტარი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცა.

აღნიშნული ინვენტარი სპეციალური სამშობიარო საწოლის, ავადმყოფის გადასაყვანი სპეციალური მოწყობილობის, სპეციალური ლეიბისა და ბავშვის საწოლისაგან შედგება.