ხელფასები და პენსიები ფასებზე მეტად იზრდება, ამის შესახებ კომენტარი მედიასთან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.
ერთი დღით ადრე,მანვე აღნიშნა, რომ დეპუტატის ხელფასის 1080 ლარით ზრდა ბიუჯეტს წლიურად ₾1.3 მლნ დაუჯდებოდა, ხოლო პენსიის თითო ლარით ზრდა- ₾11 მლნ.
12 ოქტომბერს პენსიების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც ისაუბრა და 45- ლარიან ზრდას შთამბეჭდავი უწოდა.
2027 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია ნომინალურად 12%-ით, 370-დან 415 ლარამდე იზრდება, ასევე 12%-ით 495-დან 555 ლარამდე იზრდება 70 წლისა და უფროსი ასაკის პირთა პენსიაც. აპრილიდან მოყოლებული ინფლაცია 5-6 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პენსია მუდმივ ფასებში დათვლითაც იზრდება, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით.
2025 წელს ნომინალური ხელფასები 10%-ით, ხოლო მუდმივ ფასებში დათვლით 5.7%-ით გაიზარდა. მუდმივ ფასებში დათვლით, რეალური ხელფასის ზრდის ტემპი 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-მდე შემცირდა.
