Google ”Groupon”-ის ყიდვას აპირებს

5-6 მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგება Google-სა Groupon-ს შორის შესაძლოა ამ კვირაში შედგეს.

Groupon არის კომპანია, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინათ დაარსდა და თავის წევრებს ყოველდღიურად უგზავნის 200-მდე პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას. ეს შეთანხმება აქტიურდება, როცა მომხმარებელთა მინიმალური რაოდენობა თანახმაა შენაძენის გაკეთებაზე. ამ სერვისით ხშირად სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს საჩუქრებს ფასდაკლებების და ბონუსების სახით.