შეხვედრა ბიუჯეტშორისი კავშირების შესახებ

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის და ევროსაბჭოს ორგანიზებით, ფინანსური რეფორმების საკითხზე ბიუჯეტშორისი კავშირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების  კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროსაბჭოსა და   საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, IRI, INDP, EC Delegation, World Bank, GTZ წარმომადგენლები, რომელთაც ასევე მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

შეხვედრაზე განიხილეს ბიუჯეტშორისი კავშირების საკითხი და მონაწილეების მხრიდან გაჩნდა ახალი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არსებული სისტემის გაუმჯობესება.