ფინანსთა სამინისტრო ძიძებისა და რეპეტიტორების დაბეგვრას სასტიკად უარყოფს

ფინანსთა სამინისტრო საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს, მათი განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია-ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ძიძებისა და რეპეტიტორების დაკავების, მათი დაბეგვრისა და დაჯარიმების შესახებ ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ფინანსთა სამინისტროს ვარაუდით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეგნებულად ხდება, რათა მოხდეს შემოსავლების სამსახურისა და თანამშრომელების დისკრედიტაცია.

ფინანსთა სამინისტრო მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მათი საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს გამოკვლევას იმის დასადგენად, თუ ვის მიერ და რატომ იქნა გავრცელებული ეს ჭორი.