ფოთში ახალი ნავსადგურის პროექტირება მიმდინარეობს

ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია სამეცნიერო კვლევის ფირმა “გამას” ინიციატივით მოეწყო.  ახალი ნავსადგურის მეშვეობით არსებული ნავსადგურის ჩრდილოეთით განვითარება მოხდება. ამის საფუძველზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი უკვე მომზადებულია, ამჟამად პროექტირება და პარალელურად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მიმდინარეობს.

საქმიანობას ფოთის საზღვაო ნავსადგური ახორციელებს და მას, სავარაუდოდ,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.