2010 წლის 11 ნოემბერს ეროვნული ბანკის 91-დღიან N45 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.57%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.43%–ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ წინა 91-დღიან N44 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზეც 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, თუმცა მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით, მაქსიმალური 9.95%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.78%–ით განისაზღვრა.
N45 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
-
23.11.2026 გაუმართლებელია ომი, სადაც ეკლესიის მეთაური ამართლებს სამხედრო მოქმედებებს – არქიმანდრიტი იერომიელი -
23.11.2026 ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან დაპირისპირებული – მიტროპოლიტი იობი -
23.11.2026 ვარდების რევოლუციამდელი საქართველო რიცხვებში -
23.11.2026 თორნიკე რაზმაძეს იუთუბერები და სპორტული კომენტატორები სოლიდარობას უცხადებენ -
23.11.2026 ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე – ხოშტარია -
23.11.2026 მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
