აგროსასურსათო გამოფენა ბათუმში

აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრმა აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა გახსნეს, რომელიც არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში გაიმართა. მასში 76 ქართული კომპანია და ფერმერები მონაწილეობენ.

გამოფენის პარალელურად, სასტუმრო “ინტურისტში” ბიოპროდუქციისა და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა,  რომელშიც  16 ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს. ფორუმის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაა.