საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ისრაელის ტურიზმის მინისტრმა სტას მისეჟნიკოვმა ისრაელში ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

 
გარდა ამისა, შეხვედრაზე  ისრაელის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

ვერა ქობალიას განცხადებით, მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ისრაელის მხრიდან საქმიანი წრეების მეტი წარმომადგენლისა და ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში, ასევე გააადვილებს საქართველოდან  მოქალაქეების ჩასვლას ისრაელში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ისრაელის იმიგრანტთა აბსორბაციის მინისტრ სოფა ლანდევერთან და კომუნიკაციების მინისტრ მოშე კაჰლონთან. გადაწყდა, რომ საქართველო და ისრაელი გააფორმებენ ახალ შეთახმებას კომუნიკაციების სფეროში. საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ მრავალი პროექტის მომზადება იგეგმება.