დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის  წამყვანი სპეციალისტი ინდირა ვიბლიანი დააკავეს.

მას ბრალად დიდი ოდენობის ქრთამის აღება ედება. ინდირა ვიბლიანმა  ერთ-ერთ მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაზე აივნის მიშენების ნებართვის სანაცვლოდ ქრთამის სახით 6500 ლარი გამოართვა.

სამართალდამცველებმა ი. ვიბლიანი  დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.

მიმდინარეობს წიანსწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.