ბათუმის ნავთობტერმინალში აირმარეგულირებელი და აირგამწმენდი სისტემა დამონტაჟდა

ბათუმის ნავთობტერმინალმა ექსპლუატაციაში გაუშვა აირმარეგულირებელი და აირგამწმენდი სისტემა, რომელიც ნავთობსატვირთ ნავმისადგომებსა და რამდენიმე სარეზერვუარო პარკშია დამონტაჟებული.

აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ტანკერებიდან და მიწისზედა რეზერვუარებიდან ნავთობის გამონაბოლქვი მასების ორგანიზებულად მოგროვებას, აღებასა და მათგან გასუფთავებას, რაც ემისიის შემცირების საშუალებას იძლევა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნავთობის გადატვირთვისას, მთლიანად აღკვეთილია სუნის გავრცელება, ხოლო სანავმისადგომო კომპლექსისა და სარეზერვუარო პარკის საზღვართან, ნავთობის გამონაბოლქვში შემავალი ნივთიერებების კონცენტრაცია რამდენჯერმე დაბალია შესაბამის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შედარებით.

სისტემის მშენებლობა განხორციელდა კომპანიების „Conty Chemical“ (ლატვია), „Kappa Gi“ (იტალია) და ნავთობის ტრანსპორტირების ინსტიტუტის (უკრაინა) პროექტის მიხედვით.