რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული მსხვილი ბიზნესკომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება ამ კომპანიების ღირებულების ფასიც.
პარლამენტმა მე-3 და საბოლოო მოსმენით რუსული კანონი გუშინ, 14 მაისს მიიღო. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ფინანსური ინსტიტუციები, ისეთი როგორიცაა EBRD ქვეყანას კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებდნენ. პრეზიდენტი აპირებს ვეტო დაადოს “ოცნების” კანონს, თუმცა მმართველ გუნდს აქვს საკმარისი ხმები მის დასაძლევად.
EBRD საქართველოს აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა, ეკონომიკა დააზიანოს