საწვავის ფასი 4 ლარს გადასცდა – ისტორიული მაქსიმუმი

23 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოში არსებულ ხუთ ყველაზე მსხვილ კომპანიაში ფასები ასე მერყეობს:

უფრო ზუსტად, ფასების განაწილება შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში:

არაბრენდულ, მცირე ზომის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ყიდვა შედარებით იაფად, – 15-20 თეთრით ნაკლებად, – არის შესაძლებელი, თუმცა ფასები იქაც გაზრდილია.

ფასები ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე

ფასები გალფის ბენზინგასამართ სადგურზე

ფასის ზრდის მიზეზი

სულ რაღაც ერთი თვის წინ სუპერი, საშუალოდ, ღირდა 3.30, პრემიუმი- 3.23, რეგულარი 3.14, დიზელი კი 3.17 ლარი.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ საწვავის ფასი დრამატულად არის გაზრდილი.

კერძოდ, ზუსტად ერთი თვის შუალედში, ფასები 20%-ზე მეტით არის გაზრდილი.

საქართველოში საწვავის ფასების ზრდის მიზეზია, ერთი მხრივ, ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასის ზრდა, მეორე მხრივ კი, შავ ზღვაში ომის გამო საზღვაო გადაზიდვების გაძვირება.

23 მარტის მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 117.25 აშშ დოლარს აღწევს.

ფასების ზრდა, სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.