გერმანიაში 55% ემხრობა რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტას – ZDF

გერმანიაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ემხრობა რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტას.

გამოკითხვა გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა ჩაატარა. ZDF-ის თანახმად, რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტას გამოკითხულთა 55% ემხრობა, 39% კი ეწინააღმდეგება.

ეს მონაცემები გერმანულმა ტელეარხმა 11 მარტს გამოაქვეყნა სხვა მონაცემებთან ერთად.

მაგალითად, გამოკითხვის შედეგები უჩვენებს, რომ ამ კითხვაზე ყველაზე ხშირად დადებით პასუხს სცემენ:

რაც შეეხება სხვა პარტიების ამომრჩევლებს, რომლებიც ნაკლებად უჭერენ იმპორტის აკრძალვას მხარს:


7 მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, – რომელიც ბონისა და კიოლნის უნივერსიტეტების საერთო ინიციატივის, ECONtribute-ის ფარგლებში მომზადდა, – სხვადასხვა მკვლევარი წერს, რომ რუსეთიდან გაზისა და ნავთობის  იმპორტის შეჩერებით გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, თუმცა ეს „მართვადი“ იქნება.

„მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთიდან ენერგეტიკულ სექტორში იმპორტის შეჩერება  მშპ-ის 0.5%-დან 3%-მდე შემცირებას გამოიწვევს“, – წერენ მკვლევრები, თუმცა იქვე იხსენებენ, რომ 2020 წელს, პანდემიის პირველ წელს, მშპ 4.5%-ით შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, გერმანიამ ნავთობი და ქვანახშირი, რუსეთიდან იმპორტის შეჩერების შემდეგ, შესაძლოა ჩაანაცვლოს სხვა ქვეყნებიდან იმპორტით, მაგრამ „ვითარება გაზის ბაზარზე უფრო რთულია“.