კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საკითხის შესწავლა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგროს“ განცხადების საფუძველზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს.
საქმის მოკვლევა მიმდინარეობს კომპანია „კარატ ჰოლდინგის“ მიერ საქართველოში შესყიდული 3 კომპანიის (შპს „აგროსისტემები“, შპს „კარმენი“ და შპს „კარმენი K) მხრიდან ხორბლისა და ფქვილის ბაზრის მონოპოლიზაციის ფაქტზე.
