ეკონომიკის სამინისტრო “ანაკლიის პორტის” პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს მართავს

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების და შეხვედრების რეჟიმის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე მედიას ანგარიში წარუდგინა: 

 

“ამ დროისათვის მიმდინარეობს განმარტებითი ხასიათის შეხვედრები. ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ მოხდეს ყველა კანდიდატთან გასაუბრება მათთვის საინტერესო საკითხებზე. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს ნებისმიერი სამინისტროს წარმომადგენელს, რომელსაც აქვს შეხება “ანაკლიის პორტთან”, დასვას შეკითხვები და შევიდეს მსჯელობაში. ასევე ამ შეხვედრების მიზანია კანდიდატების ჩაყვანა ანაკლიაში, გაეცნობიან იმ ადგილს, სადაც უნდა მოხდეს პორტის მშენებლობა.”

 

ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე რამდენიმე კანდიდატი ჩამოვიდა:

 

” განმარტებითი სახის შეხვედრები ჩატარდა 4 კანდიდატთან. დანარჩენი სამი თვის ბოლომდე ჩამოვა. მომზადდა ხელშეკრულების ტექნიკური დანართი, რომელიც დაეგზავნათ კომპანიებს, სადაც აღწერილია, როგორი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი ტექნიკური წინადადები, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. აქ ოთხი კრიტერიუმია, მათ შორის გარანტიის საფასური (20 მლნ აშშ დოლარი), ხელშეკრულებაზე თავანთი წინადადებები და მოსაზრებები, ვინ უფორ მეტ ნაწილს ეთანხმება ხელშეკრულების და ვინ უფრო ნაკლებ ნაწილს. ტვირთების მოზიდვის გეგმა და პორტის კონცეფცია. როგორ ხდავენ პორტის აშენებას და როგორ იქნება განვითარებული პორტი. საბოოლოო ჯამში, ოთხივე კრიტერიუმს შეაფასებს სამთავრობო კომისია პრემეირ-მინისტრის ხელმძღვანელობით. რის შემდეგაც გამოვლინდება 2-3 უპირატესი წინადადების მქონე კომპანია, რომლებთანაც გაიმართება მოლაპარაკება. შედგება რამდენიმე რაუნდი და მათ ექნებათ საშუალება წარმოადგინონ წინადადება. რომელიც იქნება საუკეთესო, მასთან გაფორმდება ხელშეკრულება. პროცესი დასრულდება 2015 წლის სექტემბრის ბოლოს”. 

 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა2014 წლის ივლისში გამოაცხადა.

 

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შედეგად შვიდი კომპანია და კონსორციუმი შეირჩა.  

 

პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონა).


განაცხადები 12-მა კომპანიამ და კონსორციუმმა წარადგინა. ეკონომიკის სამინისტრომ შვიდი კომპანიის შერჩევის შესახებ პირველად დეკემბერში განაცხადა, თუმცა სია 22 იანვარს გაასაჯაროვა.

 

შერჩეულ კომპანიებს შორის არიან: