ხადურის განცხადებით, მიუხედავად ლარის კურსის ცვალებადობისა, პროდუქტებზე ფასების მატება არ შეინიშნება. მისივე თქმით, იმპორტიორები ფასების ზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, თუ ლარის კურსის ცვალებადოდა კვლავ გაგრძელდება:

 

“მე მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად კურსის ზრდისა, ფასები შემცირებულია. მაშინ, როცა კურსი 2 ლარს მიუახლოვდა, ბენზინზე ფასი შემცირდა, რამაც ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დანახარჯების სხვა იმპორტიორებისთვის შემცირებაც. მსოფლიოს ბაზრებზე არის ტენედენცია, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე, მათ შორის ხორბალზე, შაქარზე, ზეთზე, ფასების შემცირებას”, – განაცხადა ხადურმა. 


ხადური

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *