როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უწყება “აჭარაბეთში” ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს და გამოძიება 218–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისათვის თავის არიდებას ითვალისწინებს:
“როდის დასრულდება გამოძიება, ვერ დავაზუსტებთ, ვერც დარღვევებზე ვისაუბრებთ, რადგან არ ვიცით, რა გამოიკვეთება დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ. გამოძიების პირველადი შედეგების შესახებ მალე გახდება ცნობილი. ამ დროისათვის დოკუმენტაცია ამოღებულია და მიმდინარეობს შესწავლა, ორგანიზაციის საქმიანობას ხელი არ ეშლება.”
