2014 წლის იანვარ–სექტემბერში უცხოეთის ქვეყნებში 107,2 მლნ დოლარის ქართული თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 30%–ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

სტატისტიკის თანახმად,  ქვეყნიდან 2013 წლის 9 თვეში 82,44 მლნ დოლარის თხილია ექსპორტირებული. ერთი წლის განმავლობაში ქართული თხილის წილი ექსპორტში 4,1%–დან 5%–მდე გაიზარდა.


“საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის იანვარ–აგვისტოში უცხოეთის ქვეყნებში 70 მლნ დოლარის ქართული თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 55%–ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2013 წლის 8 თვეში 44,7 მლნ დოლარის თხილია ექსპორტირებული. თხილი საექსპორტო პროდუქციის ნუსხაში  აგვისტოში მეშვიდე ადგილზე იყო.

 

მსოფლიო ბაზარს თხილის ფასს თურქეთი კარნახობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში გარჩეული თხილის ფასი 1 კგ – 9,24 დოლარია. ერთ თვეში თხილის ფასი 60% –ით გაიზარდა. ამის მიზეზი თურქეთში პროდუქტის  წარმოების შემცირებაა. ტრეიდერებს თხილი არ გამოაქვთ გასაყიდად,  რადგან ფასის ზრდას ელოდებიან.

 

თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის ინფორმაციით, ყინვებმა მიმდინარე წელს ქვეყანაში თხილის მოსავალის 80 % გაანადგურა.

 

თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი მწარმოებელია. 2013 წელს შიდა ბაზარზე 276 ათასი ტონა თხილი გამოიტანა და თხილის ექსპორტი 110 ქვეყანაში განახორციელა.  თურქეთისთვის თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირია.

თხილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *