საქართველოდან 38 ქვეყანაში 36 585 769 ბოთლი ღვინო გავიდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 69%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე.

 

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც რუსეთი 65%-ით ლიდერობს ექსპორტის მთლიან მოცულობაში.

 

ღვინის ექსპორტმა რუსეთში, 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, 24 049 677 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანია.

 

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 118 493 071 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 83%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 275 351 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 8 თვეშ, ბრენდის ექსპორტმა  25 354 169 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

 

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ექსპორტმა 3 556 584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 235 656 ბოთლით რუსეთი იკავებს.

 

რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ოფიციალურად 2012 წლის დეკემბერში მოხსნა. ქართული ღვინის, ჩაის, ციტრუსის და სხვა პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტი 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა. 

ღვინო
ღვინო