ეკონომიკა

რატომ უწესებს მთავრობა კაზინოებს საგადასახადო შეღავათებს

28 აგვისტო, 2014 • • 3199
რატომ უწესებს მთავრობა კაზინოებს  საგადასახადო შეღავათებს

“ცოტა რთული აღმოჩნდა მთავრობასთან სამორინეების თემაზე შეჯერება. შეიქმნა სპეციალური  ჯგუფი,  რომელიც მუშაობს, თუ როგორ დარეგულირდეს ეს ბიზნესი. სამორინეების სპეცილურ ადგილზე გადატანის  საკითხი დასმული იყო  მთავრობის წინაშე. ” –ამბობს პარლემენტის წევრი [პოლიტიკური პარტია “მრეწველები”] დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში სპეციალური კომისია 2013 წლის მარტში შეიქმნა, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ  არსებულ კანონმდებლობას გადახედავს. კომისიის შექმნის მიზეზი 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული პეტიცია გახდა. პეტიციის ავტორები კაზინოების სპეციალურ ზონებში გადატანას ითხოვენ:

 

ზუსტი თარიღის დასახელება, თუ  როდის გამოაქვეყნებს კანონპროქტს სამორინეებს შესახებ აღნიშნული კომისია, ზურაბ ტყემალეძეს უჭირს:

 

“კომისია მუშაობს და ხელისუფლებაც თავის მხრივ  მუშაობს ამ თემაზე.”

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  2012 წელის ოქტომბერში თურქული გამოცემა “საბაჰისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  “ბათუმი აზარტული თამაშების ცენტრად იქცა. ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია, რის გამოც ქვეყნის იმიჯი არ უნდა შეილახოს.” ექსპრემიერის განცხადების შემდეგ საქართველოს პარლამენტში სამორინეების სპეციალურ ზონებში გადატანის მოთხოვნოთ კამპანია დაიწყო.

 

რატომ შეცვლა მთავრობამ ორი წლის წინ სამორინეების წინააღმდეგ გამოხატული მკაცრი რიტორიკა?  

 

მთვრობის [N463–ე]  დადგენილებით, 2014 წლის 4 აგვისტოს სამორინეებიის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სამორინეს მოწყობაზე მოსაკრებლის წლიურ განაკვეთზე დაწესებული შეღავათი კახეთის რეგიონში,  სოფელ  კაჭრეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება. სამორინეს მოწყობის მსურველისთვის სანებართვო  მოსაკრებელი  250 000 ლარით განისაზღვრა. სანებართვო მოსაკრებელი შემცირდა ახალციხის რეგიონისთვის და 100 000 ლარი შეადგინა.  

 

პირველი სამორინე კაჭრეთში უკვე 2014 წლის ოტომბერში გაიხსნება. სათამაშო ობიექტის დირექტორი ჯონი თაყნიაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის დაწყების სტიმული მთავრობის ახალმა დადგენილებამ მისცა:

 

“მთავრობის დადგენილება პირდაპირ კავშირშია სამორინეს  გახსნის გადაწყვეტილებასთან.  ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა კაჭრეთში ასეთი ბიზნესის წამოწყება. თუ არ იქნება შეღავათი, ეს ბიზნესი რისკიანია და დიდი  ალბათობაა იმისა, რომ სამორინემ  წააგოს და გაკოტრდეს.”

 

თაყნიაშვილი ამბობს, რომ სამორინე “ამბასადორი” სასტუმრო “კაჭრეთის ამბასადორის” ბაზაზე შეიქმნება: “პირველად სათამაშო მაგიდების რაოდენობა 7–მდე იქნება. ბაზარი შევისწვლეთ და ვიცით, რომ კახეთის რეგიონში სამორინეზე მოთხოვნა არსებობს. აქ არის ტურისტული ზონა და ვფქრობთ, რომ ბიზნესი წარმატებული იქნება. ”

 

კაჭრეთში სამორინეების ბიზნესის წახალისებას პარლამენტის დარგობრვი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ტურიზმის განვითარებას უკავშირებს:  

 

“კაჭრეთი არ არის მჭიდროდ დასახლებული ადგილი, იქ არის უფრო ტურისტული ზონა და მძღოლების თავშეყრის ადგილი. შესაბამისდ, ეს ბიზნესი რეგიონში ტურიზმის განვითარებას დაეხმარება.”

 

კაზინოების რაოდენობა იზრდება  ბათუმში. ქალაქში  ექვსი კაზინო ფუნქციონირებს. 2017 წლისთვის კი კიდევ რვა ახალი კაზინოს გახსნა იგეგმება.

 

გასულ წელს ბათუმის კაზინოებს 230 000 ვიზიტორი სტუმრობდა. ქალაქის ბიუჯეტში კი სათამაშო მოსაკრებლიდან შესულმა თანხამ 5 მილიონამდე ლარი შეადგინა.

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი 5 მლნ ლარით განისაზღვრება. კაჭრეთის გარდა გამონაკლისია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ბათუმში, დუშეთის რაიონში – ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთსა და ბორჯომში მოსაკრებელი 250 ათასი ლარია, ის სამორინე კი, რომლის მფლობელიც ქალაქში 100-ნომრიან სასტუმროს გახსნის, სალიცენზიო გადასახადისგან თავისუფლდება. წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე კი სანებართვო მოსაკრებელი სამორინეს მოწყობისათვის გაუქმებულია.

 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით სათამაშო ბიზნესის ლიცენზიას 100 პირი ფლობს და ბაზარზე ამდენივე ბიზნესსუბიექტი ოპერირებს.

 

“სათამაშო ბიზნესის ბაზარზე გამოჩნდა ახალი სუბიექტები, რამაც განაპირობა ბიუჯეტში თანხების ზრდა. ბათუმში გაიხსნა კაზინო”-გოლდენ პალასი”, თბილისში-ინტერნეტ ტოტალიზატორი- “ივერია ბეთი, ასევე, სლოტ კლუბი და ტოტალიზატორი- “ასტორია” – ამბობს ბათუმში ერთ–ერთი ტოტალიზატორის მფლობელი ზაზა სურმანიძე.

 

ბაზარზე სათამაშო ბიზნესის სუბიექტების ზრდას გამარტივებულ საგადასახდო კანონმდებლობას უკავშირებს კერძო აუდიტორი დათო პაპიაშვილი:

 

“ეს ბიზნესი მომგებიანია. ბაზარზე შესვლის ბარიერი არ არსებობს. ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან გადასახადების ჯამი გაზრდილია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბიზნესი გაიზარდა. “

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხურის მონაცემებით, 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან გადასახადების სახით 31 925 725.2 ლარი შევიდა.  2013 წლის 1 აგვისტოსთვის ამ ბიზნესიდან ბიუჯეტში  22 867  707.4 ლარი შევიდა.  გასული წლის 12 თვეში კი –  41,731,454.8 ლარი.  

 

სტატისტიკის სამსხურის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესის სუბიექტების ბრუნვამ  153,3 მლნ ლარი შეადგინა, 2014 წლის პირველ კვარტალში კი -159 მლნ ლარი.

 

სამორინე
სამორინე

      

მასალების გადაბეჭდვის წესი