ამის შესახებ ინფორმციას, რუსეთის ფედერაციის სანიტარული სამსახური ავრცელებს. 

 

ამის შესახებ წინადადებით რუსეთის ფედერაციის სანიტარულ სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს საქართველოს სურსათის სურსათის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურიშვილმა მიმართა.

 

საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში თაფლის, კალმახის და ცხვრის ექსპორტის საკითხზე მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სანიტარულ სამსახურში 22 აგვისტოს შედგა. 

 

ზურაბ ჩეკურიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართული მხარე მზდ არის რუსეთის ფედერაციაში ციტრუსის, ვაშლის, მსხლის, ატმის და კომშის ექსპორტი გაზარდოს. 

 

რუსეთმა საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე ემბაგო 2006 წელს შემოიღო. 2013 წლის მაისში მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთიობები განაახლეს. რუსეთის პაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლის, ჩაის და ხილ–ბოსტნეულის ექსპორტი აღდგა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია ქართული ატმისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.

 

ივლისის  მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე გასულია 1810,5 ტონა ხილ-ბოსტნეული. მათ შორის: 725 ტონა ატამი, 944 ტონა ვაშლატამა, 36 ტონა ბალი, 26 ტონა მოცვი, 18,5 ტონა პომიდორი, 61 ტონა საადრეო კარტოფილი.

 

რუსეთის ფიტოსანიტარული სამსახურის მონაცემებით, ქვეყაანში 2013 წელს 10,1 ათასი ტონა [56,8მლნ დოლარი] ცხვრის ხორცის იმპორტი განხორციელდა. მთავარი მომწოდებელია ავსტრალია –5,6 ათასი ტონა [26,7 მლნ. დოლარი]. 

 

2013 წელს რუსეთის ფედერაციაში ცოცხალი ცხვრის ექსპორტმა 565,1 ათასი ტონა შეადგინა. მთავარი მომწოდებელია აშშ, საფრანგეთი და ჩეხეთი. 

თაფლი

 

2013 წელს რუსეთის ფედერაციაში 1,24 ათასი ტონა [4,2 მლნ დოლარი] თაფლის იმპორტი განხორციელდა. რუსეთის ბაზარზე მთვარი ნიშა უკრაინას და ავსტრალიას ეკავა. 

 

2014 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი იმ ქვეყნებიდან შეზღუდა, რომლებმაც სანქციები დაუწესეს.

 

სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი რუსეთის ფედერაციამ კანადიდან, აშშ–დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ავსტრალიიდან და ნორვეგიიდან შეზღუდა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *