ფრანსუა ოლანდი: საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დიდი ევროპული ბაზარი

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე ხელსეკრულებას მოეწერა ხელი. ეკონომიკური ფორუმი თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში გაიმართა. 


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოსა და ევოკავშირს შორის ასოცირებსი ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა:


“მინდა ვისაუბრო ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. რა თქმა უნდა, მას ყველა ელის. აქ იმედზე აღარ არის საუბარი. ჩვენ ოფიციალურდ მოვაწერთ ხელს საქართველოსა და ევროკავშის შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულება ეხება პოლიტიკურ ნაწილს, რომელიც გულისხმობს პრინციპების დაცვას, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და, რა თქმა უნდა, მეორე მთავარი არის კომერციული ნაწილი, რაც ითვალისწინებს თავისუფალ გაცვლას და ვაჭრობას. ამ ხელშეკრულებას ხელი მოწერება ივნისში. ასოცირების ხელშეკრულება ევროპის საწარმოებს შესაძლებლობას მისცემს უფრო მარტივად ჩამოვიდნენ და განახორციელონ თავიანთი საქმინობა საქართველოში. მეორე მხრივ, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ხელმისაწვდომი გახდეს დიდი ევროპული ბაზარი. ეს მეტად მნიშვნელოვანის საქმეა, დიდი ყურადღება ენიჭება და, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ევროპის სრულ ჩრთვას და მონაწილეობას საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ეს რის ჩვენი ბაზრების გახსნის საკითხი საქრთველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, გარკვეული რეფორმების ჩატარების შემდეგ. ცალსახაა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.  რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპები არსებობს, რომ გავიაროთ და ამიტომ არ არის საჭირო დაჩქარება, ამან შეიძლება გაართულოს მდგომარეობა. ჯერ მიზანშეწონილი არის ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში არსებული საკითების დაცვა და შემდგომში ვნახავთ, რისი გაკეთებ შეგვიძლია ერთობლივად” – განაცხადა ოლანდმა. 

 

ფრანსუა ოლანდი , საფრანგეთის პრეზიდენტი
ფრანსუა ოლანდი , საფრანგეთის პრეზიდენტი

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპისთვის მიშვნელოვანი კოზირია, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა წარმოდგენილი იყოს საქართველოში: “მიზეზები არის სტრატეგიული და გეოპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი. საქართველო არ აწარმოებს ენერგიას, მაგრამ ენერგია გადის საქართველოზე. ეს არის პერსპექტივა, შანსი, რომელიც შეიძლება მიეცეს ევროპას, რომ უფრო მრავალი გახადოს ეს ენერგიის წყაროები. ვთქვათ, შეიძინოს გაზი. ინვესტიციების ჩადება საქართველოში ეს მნიშვნელოვანი კოზირია ევროპისათვის. მე მსურს, რომ ევროკავშირს 10–20 წლიანი ენერგეტიკული გეგმა ჰქონდეს საქართველოსთან. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გვქონდეს დაბალი ფასები და დავიცვათ გარემო. ასევე, უზრუნველვყოთ ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ევროპას შეუძლია ამის გაკეთება საქართველოსთან ერთად.”


ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ვიზიტით ასრულებს ხანგრძლივ მოგზაურობას სამხრეთ კავკასიაში:


” ჩამოვედი საქართველოში, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო და დავადასტურო თქვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა. ასევე, მხარი დავუჭირო თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და განვითარებას. მხრს ვუჭერთ საქართველოოს მოწოდებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მე მოვისურვე საქართველოში ჩამოსვლა საწარმოს ხელმძღვანელებთან ერთად, რათა კარგად გვეჩვენებინა ის ნდობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სწორედ თქვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური კონტექსტის გარდა მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს განვითარებას. სტიმული უნდა მივცეთ ჩვენს ორმხრივ ეკონომიკიური ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოსა და საფრანგეთის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთ დიაპაზონზე არ ვართ, მაგრამ უნდა გავიზიაროთ ტექნოლოგიები, ცოდნა, რათა უფრო მეტი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებს. ბოლო ორი წელია განსაკუთრებით, ქვეყანამ აღმასვლა დაიწყო. იზრდება მშენებლობების და პროექტების რაოდენობა, ხდება ინფრასტრუქტურის სერიოზული განახლება. სავაჭრო გაცვლებიც პროგრესის გზით მიდის. საფრანგეთის ექსპორტი გაიზარდა საქართველოში და დაგეგმილ რიცხვსაც გადააჭარბა. 56% –ით გაიზარდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები 2012 წელთან შედარებით. ქართული იმპორტის დინამიკაც გაიზარდა, რაც იმას მოწმობს, რომ სავაჭრო ურთიერთობები მაღალია. როცა ვუყურებ ამ ციფრებს და ამ პროგრესს,  ჩვენ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ მეტი გასაკეთებელი გვაქვს ერთად. საქართველოს უამრავი სარგებელი გააჩნია ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სტაბილური საკანონმებლო ჩარჩო ფისკალური თუ საკანონმდებლო თვალსაზრისით. ინვესტორები, პირველ რიგში, მოითხოვენ, რომ პორგნოზირებადი იყოს ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც საქართვლოს გააჩნია ამ თვალსაზრისით. მეორე მისი გეგოგრაფიული მდებარეობაა. ეს არის შესძლებლობა, ტრანსფორმირების ცვლილების ადგილი იყოს. თქვენი ქვყანა არის დამაკავშირებელი თურქეთის, აზერბაიჯანის და ევროკავშირის ქვეყნების. ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ ყველა ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს.  საქართველო დააკმაყოფილებს არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნებს, არამედ სხვა ქვეყნის მოთხვნილებებს, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ რეგიონში.”    


ოლანდმა საქართველოს პრიორიტეტებზე დ უპირატესობაზეც ისაუბრა: 

“მესამე კოზირი, რაც აქვს საქართველოს, ეს არის მთვრობის ნება, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და წარმატებით დაასრულოს. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი საწარმოების დაინტერესებას გამოიწვევს საფრანგეთიდან. ეს იქნება ტრანსპორტის თუ ენერგეტიკის, კვების თუ ტურიზმის სფეროში. ხელშეკრულებას, რომელსაც მოვაწერთ ხელს, სწორედ ამ ოთხ პრიორიტეტს შეეხება. პირველი ხელშეკრულება ეხება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფუძნებას საქართველოში, რათა განვითარდეს ურბანული საბაგირო ტრანსპორტი და მოხდეს საქალაქთაშორისო გზების განახლება. ასევე მინდა ვისაუბრო მეორე სააგენტოზე, რომელიც მცირე საწარმოებს ეყრდნობა და კერძო სექტორის განვითრების სფეროში მუშაობს. ეს აროს “პროპაკო”, რომელიც უკვე მონაწილეობდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაში. ასევე მალე მონაწილეობას მიიღებს აჭარაში ჰიდროპროექტის მომზადებაში. არსებობს დახმარების სხვა პორექტებიც ზამთრის სპორტის სახეობებში. მაგალითად, ბაკურიანში, მცირე კავკასიის ფერდობებზე შესაძლებელი არის შესაბამისი აღჭურვილობების დამიონტაჟება და სათხილამურო ტურიზმის განვითარება. აი, რის გაკეთება შეუძლია საფრანგეთს, არის ბევრი მრავალი სფეროც. მთავარია, ორივე ქვეყნის ხელისუფლებმ მხარი დაუჭუროს ამ იდეების განვითარებას და დაფინანსებას.”