თურქეთმა გადამზიდავებისთვის გადასახადი დააწესა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს (2014/89769977-Tiflis BE/4211730) ნოტის საფუძველზე 2014 წლის 1 თებერვლიდან თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაწესდა გადასახადი 113 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი თურქული ლირის ოდენობით.

 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს არის საპასუხო ზომა მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი  (ცარიელი-დატვირთული) ქართული სანომრე ნიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

 

გადასახადის დაწესება გადაწყდა „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის“ (ECMT) ნებართვით. გადასახადის გადახდა გადამზიდავებს  ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე მოუწევთ.