რუსეთის ბაზარზე 2013 წელს ექსპორტირებულია 21 784 510 ბოთლი ღვინო

ღვინო

ამის შესახებ მინისტრმა “ექსპო–ჯორჯიაში” 2013 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე ისაუბრა: 

 

“ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგად, 2013 წელს ღვინის ექსპორტმა 48 ქვეყანაში 44 654 359 ბოთლი შეადგინა, რაც 96%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.”


შალვა ფიფიას განცხადებით, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე უკვე ექსპორტირებულია 21 784 510 ბოთლი ღვინო.