საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 3 დეკემბერს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,6967 ლარი იქნება.
30 ნოემბერს სებ–ის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,6920 ლარი იყო. შაბათ–კვირას, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა და 1,70 ლარს შეადგენდა.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 8 ნოემბერს 1,6793 ნიშნულზე შეჩერდა.ეროვნული ვალუტა ბოლო სამი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის ვარდნას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს:
“ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ლარის კურსს ყოველთვის ახასიათებდა. ამ ეტაპზე, ეს არის დაკავშირებული წმინდა წყლის სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება მოკლევადიან, საშუალოვადიან ან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესური ამისთვის.”
.
