ბრენტის ტიპის ნედლ ნავთობზე ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 0,27 პროცენტით გაიზარდა და 116,97 დოლარი შედგინა.
ახლო აღმოსავლეთში არაბული გაზაფხულის შემდეგ მდგომარეობა ისევ დაძაბულია. ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ინტერნეტში ფილმ „მუსლიმთა უდანაშაულობის“ გავრცელებამ. საპროტესტო აქციები გაიმართა ეგვიპტეში, სუდანში, ტუნისში და ბანგლადეშში.
ნავთობის გარდა ფასები იზრდება სურსათზეც. ფასის ზრდამ პროდუქტებზე 0,9 პროცენტი შეადგინა. ივლისში ეს მაჩვენებელი 0,7 პროცენტი იყო.
მიჩიგანის სამომხმარებლო ფასების კონტროლის უნივერსიტეტის ცნობით, სამომხმარებლო განწყობის ინდექსი 79,2 პუნქტიდან 74,2 პუნქტამდე შემცირდა. ფასების ზრდის გამო სურსათის მოხმარება შემცირდა.
