ეკონომიკა

ივანიშვილის სამი ბიზნეს– ისტორია

27 მარტი, 2012 •
ივანიშვილის სამი ბიზნეს– ისტორია

$ 6,4 მილიარდის საიდუმლო (ბიძინა ივანიშვილი თავისი ბიზნეს-იმპერიის, მართვის მოდელის, წარმატების საიდუმლოს და ბედნიერების შესახებ)

რეზო საყევარიშვილის  ინტერვიუ  ბიძინა ივანიშვილთან გაზეთ „კვირის პალიტრას“ ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. ჟურნალისტთან საუბარში ივანიშვილი თავისი ბიზნესიმპერიის ისტორიას იხსენებს.

„მე მაქვს ჩემი პირადი ისტორია, როგორ ვქმნიდი ბიზნესს. ალბათ, გახსოვთ ე.წ. семибанкирщина – რუსეთის მსხვილი ბიზნესის არაოფიციალური ერთობა, რომელშიც ჩემი დაფუძნებული ბანკი Российский Кредит-იც ითვლებოდა. სულ მქონდა ოცნებად, წლების მერე დავმსხდარიყავით იმდროინდელი მსხვილი ბიზნესმენები და გაგვეხსენებინა, ვინ რას აკეთებდა. მათგან ყველასთან ვმეგობრდი და კონფლიქტში არავისთან შევსულვარ, როცა დანარჩენები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ და თან ძალიან დაუნდობლადაც“ – ამბობს ივანიშვილი.

მილიარდერი ამბობს, რომ უკანონო ბიზნესგარიგებებში არასოდეს არ მონაწილეობს.

„როცა საინვესტიციო აუქციონზე მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის 20% შევიძინე და ცოტა ხანში საინვესტიციო პროგრამის გათვლებში შეცდომები აღმოვაჩინე, პროგრამა თვითნებურად არ შევცვალე და ეს პაკეტი სახელმწიფოს დავუბრუნე. გარწმუნებთ, ეს მაგალითი უპრეცედენტოა რუსეთის პრივატიზაციის ისტორიაში“–ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმთ, როცა 1998 წლის დეფოლტი გამოცხადდა, Российский Кредит-ს არც ერთ ვალდებულებაზე უარი არ უთქვამს (რაც ყველა სხვა ბანკმა გააკეთა) და ყველა ბოლომდე გავისტუმრეთ.“

ივანიშვილი  ტიუმენის უმსხვილესი სანავთობო კომპანიის ყიდვის ისტორიაზეც საუბრობს: „ პარტნიორებად მე და ვიქტორ ვექსელბერგი (ამჟამად Forbes-ის სიის #64, ქონება – $ 12,4 მილიარდი) გამოვდიოდოთ. მაგრამ როგორც კი ამ პრივატიზების კანონიერება დააყენეს ეჭვქვეშ, მაშინვე გამოვეთიშე პროცესს. რატომ არ შემეძლო თვალი დამეხუჭა? ვექსელბერგი დღესაც ამ აქტივის მეპატრონეა და მეც ვიქნებოდი, მაგრამ ჩემს პრინციპს ეწინააღმდეგებოდა ამ აუქციონში მონაწილეობა: თუ პროცესის კანონიერება იოტისოდენა ეჭვს მაინც იწვევს, იქ არაფერი მესაქმება“

მასალების გადაბეჭდვის წესი