კომპანია ,,ბიზნეს ექსპლორერის’’ კვლევით საქართველოდან ჩაი ექსპორტზე სულ 22 ქვეყანაში გავიდა. ექსპორტის მიხედვით ლიდერობს მონღოლეთი 618 ტონით (32 %), უკრაინა (266 ტონა / 14 %), გერმანია (196 ტონა / 10%) და თურქმენეთი (168 ტონა / 9 %), ექსპორტის 35 % დანარჩენ 18 ქვეყანაზე მოდის.ქვეყანაში ჩაის იმპორტი 25 ქვეყნიდან განხორციელდა. იმპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეულია აზერბაიჯანი – 333 ტონა (45 %), შრი-ლანკა – 170 ტონა (23 %) და ირანი – 101 ტონა /(14 %), იმპორტის 18 % დანარჩენ 22 ქვეყანაზე მოდის.
1 კგ. საექსპორტო ჩაის საშუალო ფასი 0,85 აშშ დოლარია, იმპორტირებულის კი– 6,1 აშშ დოლარი. ადგილობრივმა წარმოებამ 2010 წელს 3 500 ათასი ტონა შეადგინა (შედარებისთვის, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი იყო 5 800 ტონა, 2008 წელს – 5 400 ტონა, ხოლო 2007 წელს – 7 500 ტონა).
,,ბიზნეს ექსპლორერის’’ კვლევის მიხედვით, მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია: ფერის მიხედვით – შავი ჩაი, დაფასოების მიხედვით – ჩაი ერთჯერად პაკეტებში.
ქართული კომპანიებიდან ადგილობრივ საცალო ქსელში – გურიელი (ჯეოპლანტი), სამაია, მარნეული და ტყიბულის ჩაი ლიდერობენ. ქართული ჩაის წილი ადგილობრივ ბაზარზე 20%–ის ფარგლებშია, სადაც ამ დროსათვის 20–მდე ადგილობრივი მწარმოებელი მოქმედებს.
