ყირგიზეთის დელეგაცია თბილისში

საქართველოს ვიცე–პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე 12 მარტს ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიცე–პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ყირგიზეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ამ ქვეყნის განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრები.

ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში გატარებულ რეფორმებს  გაეცნობა. შეხვედრების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.