საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამხრეთ კორეაში ოფიციაური შეხვედრები დაიწყო.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ფინანასთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრების ფორმატში განიხილება თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება: საქართველოში მსხვილი საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანასება და სამხრეთ კორეიდან კერძო ინვესტიციების მოზიდვა. შეხვედრების ფორმატში კორეულ მხარეს მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ბიზნესკლიმატის და ქვეყანაში განხორციელებულ სტრუქტურულ–ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *