საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 10 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა  და 157 მლნ აშშ დოლარი შედგინა.

იმპორტი 5 პროცენტით გაიზარდა, 2011 წლის იანვართან შედარებით და 490 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი ჯამში 10 პროცენტით გაიზარდა და 333 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.