ობლიგაციების ბაზარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შვიდდღიან რეფინანსირების სესხის აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.53% შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, აგრეთვე, გაყიდა 84-დღიანი სადეპოზიტო სერთიფიკატები 30 მლნ ლარის ოდენობით. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.43% შეადგინა.

რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებებს, გასულ კვირას ფინანსთა სამინისტრომ ხუთწლიანი სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. გაყიდვების მოცულობამ  10 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.52 პროცენტით გაისაზღვრა.სახაზინო ობლიგაციების მომდევნო აუქციონი 22 თებერვალს არის დაგეგმილი.