საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იწყებს სახელწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების განკარგვის ახალი ფორმის  – ლიზინგის გამოყენებას.

მომხმარებლები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ძვირადღირებული ტექნიკისა  და მანქანა– დანადგარების  შეძენას, დღეისათვის ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ განკარგვის ახალი ფორმა – ლიზინგი. აღნიშნული განკარგვის ფორმა მეტად ხელსაყრელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის.

ლიზინგი – ეს არის შესაძლებლობა, სარგებლობის უფლებით, გარკვეული ვადით მიიღო ქონება შემდგომში მისი შესყიდვის უფლებით. ქონების ლიზინგის ფორმით მიმღები ინტერნეტ–აუქციონის ელექტრონული სისტემის www.eauction.ge-ს საშუალებით გამოვლინდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *