ქართულ–ყაზახური ბიზნესფორუმი თბილისში

18 ოქტომბერს, 10 საათზე,  სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველო სავაჭრო–სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ქართულ–ყაზახურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ბიზნესფორუმზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბიზნესპარტრნიორების მოძიებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრებენ.