საქართველოდან ლუდის ექსპორტი სამ ქვეყანაში ხდება

სტატისტიკური  მონაცემების თანახნად, საქართველოში ლუდის იმპორტს 20 ქვეყანა ახორციელებს. ყველაზე დიდი იმპორტიორი საქართველოში უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვეში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა  თურქეთი – 1 064.0 ათასი ტონა, შემდეგ რუსეთი – 557.6   ათასი ტონა.

გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა,  ნიდერლანდებიდან– 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან –175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან –44.8 ათასი ტონა, დანიიდან –35,7 ტონა. ლუდის იმპორტი საქართველოში ასევე ხორციელდება: ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. 20 ქვეყნიდან საქართველოში ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა.

რაც  შეეხება ექსპორტს, საქართველოდან 2011 წლის ექვს თვეში ლუდის ექსპორტი სამ ქვეყანაში განხორციელდა. აზერბაიჯანში საქართველოდან 673.5 ათასი ტონა ლუდი გავიდა, ისრაელში – 5.1 ათასი ტონა, ხოლო უკრაინაში – 5.5 ათასი ტონა.

მცირე ექსპორტის მიუხედავად, ლუდის მწარმოებელი კომპანიები ლუდის ბიზნესს საქართველოში მაინც პერსპექტულად თვლიან.  კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის უფროსი ნინო სურმავა ამბობს, რომ  ამ ეტაპზე  ლუდის შედარებით მცირე მოცულობის ექსპორტი ხდება: „აზერბაიჯანში ინტენსიურად ხორციელდება ლუდის ექსპორტი  და  გეგმას უკვე გადააჭარბა. საქართველოსთვის მზარდი ბაზარია – აზერბაიჯანი, საბერძნეთი, სომხეთი, უკრაინა. ამ ბაზრებისთვის მზადდება საგანგებო სარეკლამო მასალებიც და ვახორიელებთ გარკვეულ მარკეტინგულ აქტივობებსაც“.