ეკონომიკა

უნიფეის ელექტრონული საფულის ახალი სერვისები

13 ოქტომბერი, 2011 • 1534
უნიფეის ელექტრონული საფულის ახალი სერვისები

UniPAY მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს; სხვადასხვა მომსახურების ბალანსის შევსება და დავალიანების დაფარვა ონლაინ რეჟიმში შემდეგი კომპანიებისთვის იქნება შესაძლებელი:: საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია USA2GEORGIA-ს (FIATA და IATA-ს წევრი), საერთაშორისო კავშირის ოპერატორი საქართველოში „გლობალ ერთი 8-18“, GSM Travel Telecom სავაჭრო ნიშნით GoodLine როუმინგული სიმ-ბარათი და ვირტუალური მობილური ოპერატორი „გლობალსელი“.

უნიფეის მომხმარებელს, ასევე, შესაძლებლობა აქვს, შეავსოს ბალანსი ნებისმიერ მობილურ ოპერატორზე: მაგთი, ბალი, ბანი, მაგთიფიქსი, ჯეოსელი, ლაი ლაი, ბილაინი. ბალანსის შევსება უნიფეის მეშვეობით ასევე შესაძლებელია მობილურ ინტერნეტზეც: ევდო (მაგთიფიქსი), ჯეოსელ კონექთი, ბილაინის ინტერნეტი.

ონლაინ გადახდების განხორციელებისათის მომხმარებელი უნდა შევიდეს საიტზე: www.unipay.ge, აირჩიოს  სასურველი მომსახურება და გადაიხადოს შესაბამისი ოდენობის თანხა. თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

უნიფეიში აცხადებენ, რომ დასრულდა მოლაპარაკებების პროცესი ძალიან ბევრ კომპანიასთან, რომლებიც უახლოეს მომავალში სისტემაში იქნებიან წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი