აგვისტოს თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 168.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3.3 მილიონი ლარით აღემატება ივლისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.1% 10 უმსხვილეს დონორ ქვეყნებზე მოდის, ესენია: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, უკრაინა, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, ისრაელი, გერმანია.

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტო, 2011,მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2010

აგვისტო, 2011

სულ

102.3

100.0

100.0

რუსეთი

61.5

59.9

60.1

საბერძნეთი

7.5

5.7

7.3

იტალია

6.7

5.1

6.6

აშშ

5.9

7.5

5.8

უკრაინა

4.4

4.5

4.3

თურქეთი

2.0

3.7

2.0

ესპანეთი

2.0

2.0

1.9

ინდოეთი

1.2

0.1

1.1

ისრაელი

1.1

1.3

1.1

გერმანია

1.0

1.7

0.9

ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთიდან გამოიგზავნა – 61.5 მილიონი აშშ დოლარი, რაც 8.1 მილიონი დოლარით აღემატება ივლისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2011 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.6 მლნ აშშ დოლარი (12.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

ამავე თემაზე:

რუსეთი საქართველოს უმსხვილესი დონორი

საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერი ისევ რუსეთია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *