თინათინ ხიდაშელის განცხადება ტრანსპორტის გაძვირებაზე

თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი დღეს განცხადებას ავრცელებს სამარშრუტო ტაქსების გაძვირებასთან დაკავშირებით და თბილისის მერიისგან მოითხოვს, დაინტერესდეს სამარშრუტო ტაქსების სფეროში შექმნილი განუკითხაობით.

ხიდაშელი მერიას თხოვს,   დაინტერესდეს კომპანიის საქმიანობით და სატენდერო პირობების დარღვევისთვის აუცილებელი ღონისძიებები გაატაროს.

„მიუხედავად მერიისა და კომპანიის წარმომდგენლების მტკიცებისა, რომ გაძვირება მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზს შეეხებოდა, ჩვენ ამჯერადაც მართალი აღმოვჩნდით, როდესაც ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დავადანაშაულეთ. დღეს დილით მრავალი თბილისელი აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც  ძველ სამარშრუტო ტაქსებში გაძვირებული, 80– თეთრიანი გადასახადი დახვდათ. კერძოდ, ჩვენ დაგვიკავშირდნენ სამარშრუტო ხაზების– #100, 128 და 147-ის მგზავრები, რომლებიც ტრანსპორტის გაძვირებაზე წუხდნენ. აქვე ცალსახად უნდა ავღნიშნოთ, რომ საუბარია იმ ხაზებზე, რომელთაც ჯერ კიდევ ძველი მანქანები ემსახურება“, ნათქვამია ხიდაშლის განცხადებაში.

„მოვითხოვთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ უპასუხისმგებლო და არასწორი განცხადებების გავრცელების ნაცვლად თბილისელებს მიაწოდოს სრული და მართალი ინფორმაცია დაგეგმილი გაძვირების, გრაფიკის, მისი მაქსიმალური ოდენობის და ვადების შესახებ“, – აცხადებს ხიდაშლი.

ამავე თემაზე:

შეუსრულებელი პირობა და გაძვირებული მგზავრობა