გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.
  • ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

    0 Comments

    ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედალთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე მსაჯისგან მეოთხე გაფრთხილება მიიღო, რაც მისი მეტოქის წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაიჯანელ სპორტსმენს რუსტამ ორუჟოვს დაუპირისპირდა და... Read More

    ყაზბეგის საკრებულოსთან ცდოში გადამცემი ხაზების მშენებლობას გააპროტესტებენ

    0 Comments

    20 აპრილს, 13:00 საათზე, დაბა ყაზბეგის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება  აქცია  სოფელ ცდოში გადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” ორგანიზებით, მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ყაზბეგის მიმართულებით  09:00-ზე... Read More

    სულაკაურის გამომცემლობა ცნობილი კომიქსების თარგმნას იწყებს

    0 Comments

    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ცნობით, ალან მურისა და ფრენკ მილერის ცნობილ კომიქსებს ქართულ ენაზე თარგმნიან, რომლის გამოცემაც 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყება. მათი ინფორმაციით, მოლაპარაკება კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომცემელთან, DC Entertainment-თან... Read More

    სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავა

    0 Comments

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით 6 პირია... Read More

    გიორგი კვირიკაშვილი “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას არ აპირებს

    0 Comments

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 აპრილს, განაცხადა, რომ არ აპირებს რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საგარეჯოს არჩევნებში რესურსების გამოყენების საკითხზე პროკურატურამ დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა... Read More

    კვირიკაშვილი პატრიოტთა ალიანსთან და ბურჯანაძესთან სტრატეგიულ პარტნიორობას გამორიცხავს

    0 Comments

    გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი “პატრიოტთა ალიანსთან” და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 15 აპრილს, ტელეწამყვანებთან შეხვედრისას ისაუბრა. “ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ... Read More

    კვირიკაშვილი: არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ

    0 Comments

    “არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 აპრილს, ტელეწამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასების დონე არ... Read More

    კვირიკაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კორექტირებას საჭიროებს

    0 Comments

    “ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 აპრილს, ტელეწამყვანებთან... Read More

    პრეზიდენტის ინიციატივით, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულებისთვის 54 300 ლარი გამოიყო

    0 Comments

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯახებისა და დაზარალებულების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოიყო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან... Read More

    გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

    0 Comments

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. “27 წლის წინ ქართველმა... Read More

    პოლიტიკოსებმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო/ვიდეო]

    0 Comments

    პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, პოლიტიკოსებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად,... Read More

    ომბუდსმენმა მოიწვია გაეროს სპეციალური მომხსენებელი სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე

    0 Comments

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ქალბატონ ლეილანი ფაჰრას. ომბუდსმენის ცნობით, მოწვევის მიზანია სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევათა ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო... Read More

    კვირიკაშვილი: 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად

    0 Comments

    “9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან. პრემიერმა ყვავილებით შეამკო... Read More

    ანონსი – 9 აპრილი

    0 Comments

    წარმოგიდგენთ 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად და 9 აპრილს გარდაცვლილთა პატივის მისაგებად, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდრები და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში, ქუთაისში ზესტაფონში, ფოთსა და... Read More

    დაკავებამდე ვაჟა ლელუაშვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა

    0 Comments

    ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ვაჟა ლელუაშვილმა დაკავებამდე 2 დღით ადრე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც კურიერს მისმა ცოლმა გადასცა. როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვიდეომიმართვაში ამბობს, სანდო წყაროდან ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა მისთვის... Read More

    BBC: პარიზის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია

    0 Comments

    BBC ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული პარიზის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი მოჰამედ აბრინი დაპატიმრებულია. ბელგიური მედიის ცნობით, მოჰამედ აბრინი, სავარაუდოდ, ასევე არის ვიდეოკონტროლის მიერ ბრიუსელის აეროპორტის ტერმინალში აფეთქებებამდე... Read More

    დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობა 20 დღით შეიზღუდება

    0 Comments

    თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით, აღმაშენებლის ხეივანში არსებული გზაგამტარი ხიდის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით. კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ... Read More

    სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული 43-ივე მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

    0 Comments

    დევნილთა სამინისტროს ცნობით, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი დასრულებულია. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 43-ივე მებრძოლის ცხედარი იდენტიფიცირებულია. დღეს, 8 აპრილს, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ცხედარი... Read More

    თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროების ბრალდებით შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს

    0 Comments

    “საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემს მიმართ შალვა რამიშვილის მხრიდან ხორციელდებოდა სისტემური ხასიათის სექსუალური შევიწროვება,” – ეს განცხადება თათია სამხარაძემ დღეს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ... Read More

    GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეორე ეტაპისათვის შერჩეული კანდიდატები

    0 Comments

    საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატთა სია გამოქვეყნდა.   კონკურსის მეორე ეტაპისათვის შერჩეული კანდიდატები არიან: თამარ ალფაიძე ზურაბ... Read More

    ISFED: საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებამ სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა

    0 Comments

    არასამთავრობო ორგნიზაცია “სამართლიანი არჩევნები” საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ოფიციალური თარიღის გამოცხადების საკითხს ეხმიანება. ISFED მიიჩნევს, რომ ეს პროცესი წარიმართა სპონტანურად და არათანამიმდევრულად, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა. მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,... Read More

    თბილისის მერიის განცხადებით, ტაქსის მძღოლებზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება

    0 Comments

    თბილისის მერიის განცხადებით, ტაქსების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მერიის მხრიდან მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება. დედაქალაქის მერიის ცნობით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში... Read More

    პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრისას საკადრო ცვლილებების საკითხი არ განხილულა

    0 Comments

    საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო ან საკადრო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. “დღეს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული... Read More

    მაესტროს დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა

    0 Comments

    მაესტროს პარტნიორთა კრებამ მხარი დაუჭირა ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას ტელეკომპანიის დირექტორად დანიშვნის თაობაზე. ინფორმაცია ნეტგაზეთს მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხატია ქვათაძემ დაუდასტურა. ხატია ქვათაძის ცნობით, გაჩეჩილაძის მხარემ ასათიანს რამდენიმე კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ასათიანის... Read More