ბოშების ფესტივალი თბილისში

ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21 მაისს ბოშების ფესტივალი გაიმართება. საქართველოში ეს ფესტივალი პირველად იმართება. ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, კულტურულ საღამოს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი გეგმავს.

“სწორედ ამიტომ, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ამ საღამოს გამოიყენებს პლატფორმად, რათა იურიდიული კონსულტაცია და დახმარება გაუწიოს პოტენციურ ბენეფიციარებს. იმავდროულად, უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი წარმოადგენს ქართულ-ბოშურ კულტურას ფართო საზოგადოებისათვის, რათა ხელი შეუწყოს ეთნოსთა შორის ურთიერთობებსა და ტოლერანტობას ქართულ საზოგადოებაში”,–ნათქვამია სოციალურ ქსელ ფეისბუქში საქართველოს ეროვნული გვერდის ოფიციალურ გვერდზე.
ბოშების ფესტივალზე  წარმოდგენილი იქნება– ფოტოგამოფენა, ვიდეოს ჩვენება, ბოშური მუსიკასა და ცეკვები.